დავით კიკვიძე: „ლარის უფრო მეტად გაუფასურება მოსალოდნელია“

© photo: Sputnik / Stringerქართული ვალუტა - ლარი
ქართული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ბოლო 4 თვეში ჯამში  82,5  მილიონი აშშ დოლარი  შეიძინა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა შესაძლოა კიდევ უფრო გაუფასურდეს, მიაჩნია საბანკო პროდუქტების ექსპერტ დავით კიკვიძეს.

საქართველოში დაზუსტებულია ნახევარი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი >>

ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს ექსპერტს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონებზე სექტემბრის თვეში განხორციელებული შესყიდვები აძლევს. ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან ჯამში 15 მლნ აშშ დოლარი ამოიღო.

„როდესაც ეროვნულ ბანკი დოლარს ყიდულობს, ამით   ბაზარზე მასზე მოთხოვნას ზრდის, რაც თავის მხრივ იწვევს ამ ვალუტის ღირებულების ზრდას, დოლარზე ფასის ზრდა კი  ლარის გაუფასურებას ნიშნავს. ეს ბაზრის პრინციპია და ასე უნდა მოხდეს ამ რაოდენობის დოლარის ბაზრიდან ამოღების შემდეგაც“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,6188 GEL/$1 შეადგინა.

14 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე კი სებ-მა 5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

ფული  - Sputnik საქართველო
საკრედიტო შიმშილი, ანუ თანამედროვე თამასუქები და ვექილი პლევაკოს რეპლიკა...

საბანკო პროდუქტების ექსპერტისთვის გაუგებარია, რა გათვლებით იხელმძღვანელა ეროვნულმა ბანკმა. 

 „სებ-ი ბაზარზე საიდანღაც ან დიდი რაოდენობით დოლარის შემოდინებას ელოდება ან პირიქით - სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობს და შესაბამისად რაღაც რეზერვებს იმარაგებს, რომ შემდეგში მდგომარეობა ცოტათი მაინც შეამსუბუქოს“, - მიაჩნია დავით კიკვიძეს.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, ივნისი-აგვისტოს პერიოდში ბანკმა 67,5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 

ექსპერტის აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო თვეებში განხორციელებული შესყიდვების მიზანი ბაზარზე დოლარის მასის შემცირებაა, რასაც ლარიზაციის პროცესი ითვალისწინებს, მაგრამ მომავალში  როგორ აისახება ეს ინფლაციის მაჩვენებელზე, ქვეყანაში, სადაც ბაზრის ძირითადი წილი ჯერ კიდევ იმპორტს უჭირავს, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად, ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად, არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.

ყველა ახალი ამბავი
0