საქართველოში დაზუსტებულია ნახევარი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

© Sputnik / Levan Avlabreliქარხანა LG Group
ქარხანა LG Group - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის გაზრდა და შემოსავლები ტურიზმიდან.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2018 წლის მეორე კვარტალში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა, ხოლო წლის პირველ ნახევარში - 5,4%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა, ხოლო წლის პირველ ნახევარში - 5,7%.

თბილისისა და მთაწმინდის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს - ექსპორტი ერთი მესამედით გაიზარდა

მიმდინარე ფასებით, 2018 წლის აპრილ-ივნისში მშპ-მა შეადგინა 4,16 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი; დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში - 4,8%.

ყველაზე მეტი ზრდა 2018 წლის მეორე კვარტალში აჩვენეს საფინანსო, კომუნალური მომსახურებისა და უძრავი ქონების ოპერაციების სფეროებმა. კერძოდ, საფინანსო საქმიანობის ზრდამ შეადგინა 22%, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სფეროს ზრდამ - 17,9%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების ზრდამ - 13,8%.

ზრდის ყველაზე მეტი ვარდნა დაფიქსირდა მშენებლობისა (-7,1%) და სოფლის მეურნეობის (-3,3%) სფეროებში.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი წილი მეორე კვარტალში ჰქონდა მრეწველობას - 17,1%, ვაჭრობას - 17,0%, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობას - 9,9%.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
ფულადი გზავნილები გაიზარდა: საიდან აგზავნიან თანხას საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის გაზრდა, ტურიზმიდან შემოსავლები და საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვები.

„პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა საგარეო სექტორშიც. კვლავ მაღალი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტი და პირველ შვიდ თვეში წლიურმა ზრდამ 29 პროცენტი შეადგინა. ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 22 პროცენტით გაიზარდა. ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18 პროცენტი)", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მასალებში.

ამას გარდა, ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურების გათვალისწინებით, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23 პროცენტი).

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში გადახედა ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4,5%-დან 5,5%-მდე. აგვისტოში ქვეყანაში მშპ-ის ზრდის პროგნოზს 2018 წელს გადახედა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც 4,8%-დან 5,5%-მდე, რადგან საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0