საქართველო წარმატებით ვაჭრობს - ექსპორტი ერთი მესამედით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისისა და მთაწმინდის ხედი
თბილისისა და მთაწმინდის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართვლოს ხელისუფლება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით ახალ ბაზრებზე გასვლას გააგრძელებს

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2,15 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

მიზანი – 1 მილიარდი დოლარი: საქართველო და სომხეთი ტვირთბრუნვას გაზრდიან >>

2018 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით ექვსი მილიონი დოლარის პროდუქცია შემოიტანეს — 21%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ-აგვისტოში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 22,6%-ით გაიზარდა და 8,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე).

ჰონგ-კონგი - Sputnik საქართველო
თავისუფალი ვაჭრობა: საქართველომ ჰონგ-კონგთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, რომ საქართველოს ექსპორტს ზრდის დინამიკა 2016 წლიდან ახასიათებს. რეკორდული ზრდა მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა — გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ექსპორტი ერთნახევარჯერ გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ეს ახსნა რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ-კონგთან.

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან სტუმრობენ

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში საქართველომ და იაპონიამ შეიძლება დაიწყონ. ამის შესახებ საქართველოს და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში 4 სექტემბერს განაცხადეს.


ყველა ახალი ამბავი
0