თავისუფალი ვაჭრობა: საქართველომ ჰონგ-კონგთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს შორის სტიმულს მისცემს საქონელბრუნვის ზრდას, მიიჩნევენ საქართველოს მთავრობაში.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის გაფორმდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ — დოკუმენტს ხუთშაბათს საერთაშორისო სამიტის Belt and Road Summit 2018 Hong Kong გახსნის ცერემონიაზე მოეწერა ხელი, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

„აღნიშნული შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ-კონგმა გააფორმა", — ნათქვამია განცხადებაში.

პეკინის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობა დაიწყეს

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ-კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო საერთაშორისო ცენტრს. მისი ყოველწლიური სატრანზიტო ტვირთგამტარიანობა 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად 60 მილიარდამდე იმპორტს მოიხმარს", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, რომელიც ჰონგ-კონგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და სამიტში მონაწილეობს.

შეთანხმების ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება — მისი რეალიზაცია ხელს შეუწყობს მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას, მიიჩნევენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

„საქართველოსა და ისრაელს თავისუფალი ვაჭრობა სურთ">>

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ-კონგთან 2017 წელს 108,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ქართული პროდუქციის ექსპორტმა ჰონგ-კონგში 6,4 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან EFTA, თურქეთთან და ჩინეთთან.

ყველა ახალი ამბავი
0