დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliპარტია „ქართული ოცნების“ ოფისი
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებით არის წარმოდგენილი, იუწყება პირველი არხი.

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" პროკურატურაში უჩივის >>

თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჭიჭინაძემ პლენარულ სხდომაზე ოთხშაბათს განაცხადა. ამას წინ უსწრებდა დაპირისპირება თანამოაზრეებთან: ჯერ კიდევ ივლისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ თანაპარტიელების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიმართ მკვეთრი განცხადებების გამო მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

ჭიჭინაძე საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებს.

„გავამახვილებ ყურადღებას ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. პირველ რიგში, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არ დასახელებით, რაც მიმაჩნია, პოლიტიკური გუნდისთვის და პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებლად“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადაწყვიტა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ჯაჯანიძე: არავითარ შემთხვევაში არ ნახოთ ჩემი ფილმი, ვინც ზურაბიშვილს აძლევთ ხმას

ჭიჭინაძის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობას იძიებდა. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური მიზნებით შეიქმნა.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საპარლამენტო გამოძიება დასრულებულია >>

ჭიჭინაძემ ბოლო პერიოდში რამდენიმე მკვეთრი განცხადება გააკეთა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა იმაში, რომ თითქოს იგი სხვის დამსახურებებს საკუთარ თავზე იწერდა, რომ მან უარყოფითად იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესზე. გარდა ამისა, დეპუტატმა კობახიძეს დაბალი რეიტინგისა და ავტორიტეტის მქონე ფიგურა უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0