მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საპარლამენტო გამოძიება დასრულებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოქვეყნდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების ნაწილი თბილისში 16 წლის მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც თბილისში მოსწავლეების გახმაურებული მკვლელობის საქმეს სწავლობდა, მიიღო დასკვნა, რომელიც მოამზადა ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში.

კომისიაში ორი პარტიის — „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები შევიდნენ. კომისიაში ადგილების უმრავლესობა ოპოზიციონერებს ეკავათ.

სხდომაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო „ქართული ოცნების“ დასკვნა, თუმცა მას 13-დან მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. 

ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

რა დაადგინა კომისიამ

თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია - Sputnik საქართველო
დანები და კასტეტები - საქართველოს სკოლებში ათობით საშიში საგანი აღმოაჩინეს

კომისიის წევრებმა გამოკითხეს 79 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ჩხუბის მონაწილეები იყვნენ, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები და საქმის გამომძიებლები.

კომისიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმად, დავით სარალიძე გ.ჯ.-მ მოკლა. კომისია ამტკიცებს, რომ იარაღი ჰქონდა კიდევ ერთ მოსწავლეს — მ.კ.-ს, რომელიც საქმეში მთავარი მოწმის სტატუსით გადიოდა.

დასკვნის თანახმად, მ.კ. მკვლელობის თანამონაწილეა. ის აკავებდა და გ.ჯ.-სთან ერთად ურტყამდა სარალიძეს და, სავარაუდოდ, ის თავისი იარაღით დაჭრა. 

ამასთან ერთად გამოძიება დაუდევრად და მიკერძოებულად მიმდინარეობდა. გამომძიებლებს არ ამოუღიათ მოსწავლეების მიმოწერა, ზოგიერთი ვიდეოკამერის ჩანაწერები, ღონისძიებების ნაწილი ჩატარდა დაგვიანებით და მასობრივი ჩხუბის სხვა ეპიზოდებზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმეები, ნათქვამია დასკვნაში.

კრიტიკა დაიმსახურეს იმ სკოლების ადმინისტრაციამ და მანდატურებმაც, რომელთა მოსწავლეები ჩხუბის მონაწილეები არიან. კომისიამ დაადგინა, რომ №51 სკოლის ადმინისტრაციამ და მანდატურებმა ვერ აღკვეთეს ჩხუბი, ხოლო 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის ხელმძღვანელობამ გაკვეთილებიდან გამოპარულ მოსწავლეებს — ჩხუბის მონაწილეებს ყურადღება ვერ მიაქცია.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული მოზარდი პატიმრობაში რჩება >>

კომისიამ დაადგინა, რომ №51 სკოლის საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტის ინიციატორებს დისციპლინა მანამდეც დაურღვევიათ და ჩხუბებში არიან შემჩნეულები, თუმცა მანდატურებსა და სკოლის დირექტორს პრობლემურ მოსწავლეებთან ახსნა-განმარტებითი სამუშაო არ ჩაუტარებიათ.

კომისიის რეკომენდაციები

ამ ეტაპზე ცნობილია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების ნაწილი, ოფიციალური დოკუმენტი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძე სექტემბრიდან ქუჩის აქციებს აანონსებს

„ჩვენი რეკომენდაციები არის შემდეგი, რომ დადგეს მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი. მანდატურის სამსახურს არ გაუკეთებია მოკვლევა ამ ძალიან სერიოზული პრობლემის და არ დაუდგენია გადაცდომები. ფაქტობრივად, ეს არის გულგრილი დამოკიდებულება საქმის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ მანდატურის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს, ასევე მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს“, — განაცხადა კომისიის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

კომისიის რეკომენდაციაა თანამდებობიდან გადადგნენ №51 სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე, მისი მოადგილე თინათინ ყენია და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე.

დეპუტატების თქმით, ასევე უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აგრეთვე უნდა დადგეს გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი.

ბოლო მოთხოვნებს მმართველი პარტია არ ეთანხმება.

„ძალიან რთულია ისაუბრო არგუმენტებზე, რადგან როდესაც ითხოვ პოლიტიკური პირის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს რაიმე ქმედებასა და შედეგს შორის და რაღაც ფორმალური ბმა უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი“, – განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიამ.

მოკლული სარალიძის მამა — „ჩემი თავიდან მოშორება უნდათ" >>

მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის დოკუმენტს მაშინ ექნება ფასი, თუ მასში არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზები იქნება დასახული. 

„უფრო სერიოზულად შევხედავდი რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხებოდა განათლების სფეროში აუცილებელ ღონისძიებებს, კომპლექსურ რეფორმებს, რამაც ბავშვებისთვის უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემო უნდა შექმნას არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთ“, — აღნიშნა ბესელიამ.

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
დანაშაულის დაფარვაზე სასჯელი მკაცრდება

ამჟამად ოპოზიციური და მმართველი პარტიები ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე ერთად მუშაობენ.

პირველი ნაბიჯები

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების სრული ტექსტი აქამდე უცნობია, №51 სკოლის დირექტორის მოადგილემ თინათინ ყენიამ და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ დაკავებული თანამდებობები უკვე დატოვეს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მანდატურების სამსახურის რეფორმა დაიწყო, რომელიც მათ უფლებამოსილებას გაზრდის. მანდატურებმა უნდა დაიცვან წესრიგი სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაჩხრიკონ მოსწავლეები, რათა მათ სკოლაში აკრძალული ნივთები, მათ შორის იარაღი არ შეიტანონ.

ქუჩაში მოსწავლეთა ჯგუფებს განსაკუთრებულ ყურადღებას საპატრულო პოლიციაც დაუთმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0