დანები და კასტეტები - საქართველოს სკოლებში ათობით საშიში საგანი აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლებში დანების, კასტეტების ან სხვა საშიში საგნების აღმოჩენის ყოველი შემთხვევის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სკოლების ადმინისტრაციამ 2017-2018 სასწავლო წლის პერიოდში აღმოაჩინა და ამოიღო მაღალი რისკის 176 საგანი, მათ შორის დანები და კასტეტები, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოქმედების დროა — შსს მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ >>

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველა მსგავსი შემთხვევის შესახებ შსს-ს ატყობინებდა.

სულ სკოლებში 97 ათასი დარღვევა დაფიქსირდა, უმრავლესობა დისციპლინურ ხარვეზს წარმოადგენს — სკოლაში დაგვიანება, გაკვეთილების ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილიდან გაპარვა ან მობილური ტელეფონით სარგებლობა.

თბილისის 51-ე სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლების უსაფრთხოება - მოერევა თუ არა პოლიცია და განათლების სამინისტრო მოზარდთა აგრესიას

სკოლებში შეურაცხყოფის მიყენების ან ძალის გამოყენების შემთხვევების რაოდენობამ 3,6 ათასს გადააჭარბა, ხოლო გასულ სასწავლო წელს — 2,5 ათასს.

სკოლებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურთა როლის გაძლიერების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2017 წლის დეკემბერში თბილისის #51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის გახმაურებული მკვლელობა მოხდა. 


ყველა ახალი ამბავი
0