00:05 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1001
  • 100 RUB4.3239
  • USD2.7756
უფროსკლასელი

მოქმედების დროა - შსს მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის (31)
209 0 0

არასრულწლოვანთა აღზრდისა და დანაშაულის პრევენციის კუთხით შს სამინისტრო განათლების სისტემის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრუწლოვანთა დანაშაულის პრევენციას განახორციელებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის საკითხი აქტუალური თბილისის ცენტრში, 51-ე სკოლის მახლობლად მომხდარი მოზარდების ჩხუბის შემდეგ გახდა, რომლის შედეგად დანით მიყენებული ჭრილობებისგან ორი მოსწავლე დაიღუპა. ამ დროისათვის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე დროს, არასრულწლოვნებში მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ყველა დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ძალადობასთან ბრძოლას სამინისტრომ მთავარი ამოცანა უწოდა.

 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, იყოს დაცული“, — ნათქვამია განხცადებაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია პოლიციისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

„ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის, პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შსს-მ განაცხადა მანდატურების ინსტიტუტის სრულყოფის აუცილებლობის შესახებ, რათა მათ შეძლონ სკოლაში დაწყებული კონფლიქტების აღმოფხვრა, რომლებიც მის ფარგლებს გარეთ შეიძლება გაგრძელდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მოზარდებს შორის გოგონას გამო სკოლაში დაიწყო. მანდატურმა მოსწავლეებს შენიშვნა მისცა, ისინი დამშვიდდნენ და სკოლა მშვიდობიანად დატოვეს, შემდეგ კი მეზობელ ქუჩაზე ჩხუბი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს ვერსია უარყო და განაცხადა, რომ სკოლაში მოზარდები მშვიდად იქცეოდნენ.

სხვა ვერსიით, ჩხუბი მეზობელი სკოლების უფროსკლასელებს შორის მოხდა, რასაც რამდენიმე დღის წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.


თემები:
სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის (31)

მთავარი თემები