51-ე სკოლის დირექტორი სკოლის ტერიტორიაზე ჩხუბის დაწყებას უარყოფს

© Sputnik / Denis Aslanovადამიანები თბილისის ქუჩებში
ადამიანები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დირექტორის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გახდა მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik.  პარასკევს ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების  შესახებ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ განცხადება გააკეთა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

სკოლის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შორის ჩხუბი 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო და ისინი მანდატურმა გააშველა.

„ამ ბავშებს შორის გინებაც კი არ ყოფილა. ორი ბავშვი რომ ერთად დადგება, ჩვენ სკოლაში იმწუთას რეაქცია გვაქვს, მშობელს ვიბარებთ, ყველაფერს ერთად ვარკვევთ. ბოლოს სპორტის გაკვეთილი ჰქონდა დავითს, მასწავლებელს ეთამაშა, სპორტის პედაგოგმა გამოაცილა. დადუნაშვილი კი თავის კლასელ გოგონასთან ერთად გამოვიდა“, — განაცხადა თურქაძემ.

დირექტორის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გახდა მოსწავლეებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი.

პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობა - Sputnik საქართველო
სკოლებში უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამაც ისაუბრა. მისი განაცხადებით, სკოლასთან უცხო ბავშები შენიშნა, თუმცა მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ მან მანდატური მაინც გამოიძახა.

„დავინახე, რომ უცხო ბავშვები, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეები წამოვიდნენ, ჩვენს ბავშვებს შეუერთდნენ, ოღონდ არავითარი დაძაბულობა არ ყოფილა და წავიდნენ ბაქრაძის ქუჩისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი ეჭვი, საფუძველი არ მქონდა, რომ განგაში ამეტეხა, მანდატურს დავურეკე“, — განაცხადა ყენიამ.

გუშინ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოსწავლეს სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირეით შსს-ში მიმდნარეობს გამოძიება. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, მეორე კი ამ დრომდე იძებნება.


ყველა ახალი ამბავი
0