ზაზა სარალიძე სექტემბრიდან ქუჩის აქციებს აანონსებს

© FB / Georgian News Feedზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ 16 წლის მოზარდების – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებიდან ორი მათგანი სამი ათასი ლარის, ერთი კი ხუთი ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ–ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაკავებული სამი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება უკანონოა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 16 წლის ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.  დანაშულის შეუტყობინებლობის ფაქტზე  ახალგაზრდები მომხდარიდან მესამე დღეს დააკავეს. რვა თვის შემდეგ, ხუთშაბათს  სასამართლომ ორი მათგანი  სამი ათასი ლარის, ერთი კი ხუთი ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ - Sputnik საქართველო
მოკლული სარალიძის მამა - „ჩემი თავიდან მოშორება უნდათ"

„გონივრული ეჭვი მაქვს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს იმისთვის მიაღებინეს, რომ ზაზა სარალიძე წყობიდან გამოიყვანონ, მაგრამ ვერა. მე კანონით მივყვები და მოვსპობ შერჩევით სამართალს. უკან დახევას არ ვაპირებ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მთელი სახელმწიფო აპარატი მის წინააღმდეგ მოქმედებს და ხელს აფარებს დამნაშავეებს.

„სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძლებას და მჭირდება ხალხი გევრდზე, ერთხელ და სამუდაოდ უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. გთხოვთ, გავერთიანდეთ ყველა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ  გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. 

საქართელოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

 16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. 

16 წლის მოზარდების მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანი იქნა დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს ერთ–ერთი დაკავებული დადუნაშვილის მკვლელობისთვის დამნაშვედ ცნო, რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა  თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები.. აქციებს მრავალი ათასი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
პარლამენტი სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის

საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

საპროტესტო აქციებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელსაც სათავეში ოპოზიცია ჩაუდგა, ხოლო შსს–მ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პოლიციელებმა მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს. მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე იყო.

სუბელიანის ოჯახს ინციდენტის ერთ–ერთ მონაწილესთან, მიხეილ კალანდიასთან ნათესაური კავშირი აქვს. ხელახალი გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს ერთ–ერთი არასრულწლოვანი დ.გ, რომელიც აღნიშნული საქმის ფარგლებში მერვე დაკავებულია.


ყველა ახალი ამბავი
0