მოკლული სარალიძის მამა - „ჩემი თავიდან მოშორება უნდათ"

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ"
საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძემ, რომელიც არასრულწლოვანი ვაჟის მკვლელობაში დამნაშავის დასჯას მოითხოვს, „სათადარიგო გეგმის" მზადების თაობაზე განაცხადა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისში მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) მასა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომლის შვილიც ტერორისტების თანამზრახველების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, სტრასბურგში გამგზავრებაში შეუშალა ხელი.

მომხდარის დეტალებზე გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ისაუბრა, რომელიც სარალიძესა და მაჩალიკაშვილს უნდა გაჰყოლოდა სტრასბურგში. მისი თქმით, მიუნხენში გააჩერეს ორგანიზაციის „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე, საფრანგეთში ვიზიტის ორგანიზატორი და განუმარტეს მას, რომ ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში მიჰყავდა, იყვნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილები და ძებნილები.

„ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეში კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა">>

სტრასბურგში სარალიძე, მაჩალიკაშვილი დაკილაძე უნდა შეხვედროდნენ საერთაშორისო უფლებადამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

„დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი მოშორება. ეხლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით", — დაწერა სარალიძემ თავის Facebook-გვერდზე.

სპეცოპერაციის შედეგები თბილისში - Sputnik საქართველო
იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა

მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ გერმანიის ხელისუფლებას გადასცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ეჭვმიტანილია ტერორიზმში და მისი დაკავება სთხოვა.

„ვინაიდან ჩვენ მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში, როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ან კიდევ სხვა რამ. ანუ, მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი,ელისო კილაძ და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე", — აღნიშნა სარალიძემ.

კომენტარი გააკეთა კილაძემაც. კილაძეცა და მაჩალიკაშვილიც აქტიური მონაწილე იყვნენ საპროტესტო აქციებისა, რომლებიც 16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგენილი არაა, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

„მალხაზ მაჩალიკაშვილი არის უმაგრესი ადამიანი! სტრასბურგში წასვლის წინ ის გვაფრთხილებდა, მე არ გამომიშვებენ, თქვენ მაინც რატომ იფუჭებთ საქმეს, უჩემოდ წადითო! რისკები დათვლილი იყო — ან ერთად წავიდოდით, ან ყველა დავრჩებოდით. ეს იყო ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებაც", — დაწერა ელისო კილაძემ Facebook-გვერდზე.

„ტერორიზმის საქმე — ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს">>

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის ოჯახის ისტორიას, ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია გასული წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. მაშინ დააკავეს რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. 19 წლის თემირლან მაჩაიკაშვილი კი დაიჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, ვინც მას ესროლა.

ყველა ახალი ამბავი
0