ქუთაისში ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულის დროინდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს

© photo: courtesy of Miho Neimanქუთაისის ცენტრალური ქუჩა
ქუთაისის ცენტრალური ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქეოლოგიურ გათხრებს ქართულ-პოლონური ექსპედიცია აწარმოებს

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, გორას დასახლებაში 3 000 წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს, იუწყება პირველი არხი.

სპეციალისტების ვარაუდით, ათი მეტრის სიგრძის და ექვსი მეტრის სიღრმის თხრილი 3 000 წლის წინანდელი უნდა იყოს.

ქვევრი - Sputnik საქართველო
შუახევში X-XI საუკუნის ორი ქვევრი აღმოაჩინეს

„სამუშაოებისას გამოვლინდა მრავალფეროვანი დენდროლოგიური მასალა – სხვადასხვა ხის ნაშთები, ვაზის მტევნის წიპწები და ლეღვის კურკები. ასევე, კოლხური ცულის ყალიბის ფრაგმენტი“, – განუცხადა პირველ არხს არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.

ტერიტორიაზე გათხრები გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ქართულ-პოლონური ექსპედიცია მუშაობს.

როგორც ცნობილია, თხრილები ეწყობოდა ციხე-სიმაგრეების, სასახლეების და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების ირგვლივ როგორც თავდაცვითი სისტემის ნაწილი და ხშირად წყლით იყო სავსე. 

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად უძველესი ნამონასტრალი აღმოაჩინეს >>

XX საუკუნეში თავდაცვითი თხრილების მოწყობის იდეამ გაგრძელება ტანკსაწინააღმდეგო თხრილების სახით ჰპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0