შუახევში X-XI საუკუნის ორი ქვევრი აღმოაჩინეს

გამოწერა
სოფელ ქიძინიძეებში წლების განმავლობაში აღმოჩენილი ქვევრები მოწმობს, რომ აქ მევენახეობას საუკუნეების განმავლობაში ეწეოდნენ.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აჭარაში, შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, 64 წლის შალვა გოგიტიძემ საკუთარ მიწის ნაკვეთში ორი ქვევრი იპოვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გოგიტიძემ თიხის ჭურჭელი სახლთან ახლოს, საგაზაფხულო სამუშაოების დროს აღმოაჩინა. მისი განცხადებით, ღვინის უძველესი ჭურჭელი მას ეზოში ადრეც უპოვია. 

ქვევრი - Sputnik საქართველო
მაისში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

„90-იან წლებში დაახლოებით 8 მარანი აღმოვაჩინე, თუმცა უყურადღებობით ისევ მიწამ დაფარა", — იხსენებს შალვა გოგიტიძე.  

არქეოლოგი შოთა მამულაძის ვარაუდით, ქვევრი, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებით თარიღდება.

გოგიტიძის სახლი, სადაც ქვევრები იპოვეს, სოფლის მეჩეთის გვერდით მდებარეობს. სოფელი ქიძინიძეები ისტორიული სოფელია. ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში აღმოჩენილი ქვევრები მოწმობს, რომ აქ მევენახეობას საუკუნეების განმავლობაში ეწეოდნენ. სოფელში ორი რელიგიის მიმდევრები, ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0