მაისში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

გამოწერა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 3-დან 6 მაისის ჩათვლით საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდება, ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკურსზე წარდგენილი იქნება საუკეთესო ქვევრის ღვინოები. კონკურსის მიზანია ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.

იაპონელი სომელიე ქართულ ღვინოს აგემოვნებს - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო იაპონიაში დაჯილდოვდა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა.  პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძელესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის  ამაღლებისთვის და კონკურსი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.


ყველა ახალი ამბავი
0