„ქართული მარში“ დაგეგმილ აქციას ერთი პირობით აუქმებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული მარშის“ წარმომადგენლები მოითხოვენ, სტადიონზე არ გამოჩნდეს ლგბტ-სიმბოლიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მშვიდობიანად აპირებენ არ დაუშვან ამ სიმბოლიკის გამოყენება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. „ქართული მარში“ დინამო არენასთან უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის საქართველო-ლატვიის მატჩის დროს დაგეგმილ აქციას აუქმებს, იუწყება ტელეკომპანა Imedi „ქართული მარშის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაყრდნობით. 

„ქართულმა მარშმა“ აქცია დააანონსა იმის გამო, რომ ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ-საზოგადოებას მხარი ღიად დაუჭირა.

„მოვუწოდებთ ყველა ლგბტ-პროვოკატორს — ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს, ლგბტ სამკლაურებს. იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტაპზე, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად.

გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
საქართველო-ლატვიის მატჩის წინ: გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები მოითხოვენ, სტადიონზე არ გამოჩნდეს ლგბტ-სიმბოლიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მშვიდობიანად აპირებენ არ დაუშვან ამ სიმბოლიკის გამოყენება.

„იმ შემთხვევაში, თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის — მამათმავლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ, აღდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ. იმედს ვიტოვებთ, რომ თავად ფეხბურთის ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად!“, — ნათქვამია განცხადებაში.

უეფამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოთი დააჯილდოვა. გასულ სეზონში „ვიტესის" შემადგენლობაში ასპარეზობისას კაშიამ ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში აღნიშნულმა ჟესტმა კრიტიკული გამოხმაურებები და ნეგატიური ტალღა გამოიწვია — გაისმა კაშიას მიერ ეროვნული ნაკრების დატოვების მოწოდებებიც. უფრო მეტიც, ქართველმა ნაციონალისტებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც დღეს საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის პარალელურად უნდა გამართულიყო.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
საქართველო-ლატვიის მატჩის წინ: კალაძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა და ცნობილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ცოტა ხნის წინ შსს-მ მატჩთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.


საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს „დინამო-არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0