საქართველო-ლატვიის მატჩის წინ: გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

© photo: courtesy of skrapidგიორგი ქვილითაია
გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვილითაიამ მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და მას ბელგიაში ოპერაცია ჩაუტარდება

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის ფარგლებში მეორე ტურის საქართველოსა და ლატვიის მატჩს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი — გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ამხანაგურ მატჩში გამარჯვება 5:0 არაფერს ნიშნავს, დარწმუნებულია ვლადიმირ ვაისი

ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა.  ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს გიორგი ქვილითაია ნაკრებსა და თავის ბელგიურ კლუბ „გენტს“ დაუბრუნდეს.

საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს „დინამო-არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0