„მივდივარ ციხეში”: ქართველი მოკრივე ამერიკის ციხეში კიდევ 10 წელს გაატარებს

© photo: Sputnik / Alexey Filippovთავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში
თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლეს სასჯელის ზომა 21 სექტემბერს უნდა განესაზღვრა, თუმცა სხდომის თარიღი შეიცვალა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში პატიმრობაში მყოფ ექვსი ქამრის მფლობელ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„მივდივარ ციხეში” – ამ სიტყვებით დატოვა მსჯავრდებულმა სასამართლო დარბაზი.

ციხე აშშ-ში - Sputnik საქართველო
ჩხუბი აშშ-ის ციხეში: ქართველი მოკრივე და რუსეთის მოქალაქე „კანონიერი ქურდი“ დაჭრეს

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. ამ საქმეზე სულ 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის „კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული. ხურციძესთან ერთად ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

მანჰეტენის სასამართლოს მოსამართლე კეტრინ ფორესტს სასჯელის ზომა 21 სექტემბერს უნდა განესაზღვრა, თუმცა სხდომის თარიღი შეიცვალა.

ხურციძე და რაჟდენ შულაია რამდენიმე კვირის წინ ბრუკლინის ციხეში დაჭრეს. დაშავებულები დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასმედიის ცნობით, უფრო მეტად დაზარალდა ხურციძე, რომელსაც სახის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

2018 წლის ივნისის ბოლოს ნიუ–იორკის სასამართლომ ხურციძე და შულაია რეკეტსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ შულაია და ხურციძე მონაწილეობდნენ რამდენიმე დანაშაულებრივ სქემაში, რაც მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ძარცვას, ნაქურდალის გასაღებას და თაღლითობას.

ავთანდილ ხურციძე - Sputnik საქართველო
ქართველი მოკრივე ხურციძე აშშ-ში დამნაშავედ ცნეს

სასამართლომ დაადგინა, რომ ხურციძე შულაიას „მთავარი შემსრულებლის" როლს ასრულებდა, მას მრავალჯერ მიუღია მონაწილეობა გამოძალვასა და ძალადობაში. ხურციძე ორჯერ არის აღბეჭდილი ვიდეოზე, სადაც სხვა ადამიანებზე თავდასხმა ჩანს.

ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. 2017 წლის 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0