კასპიის–შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი – საქართველომ შეიძლება ყაზახეთის ნავთობი მოიზიდოს

© Sputnik / Alexander Imedashviliნავთობის სატვირთო შემადგენლობა
ნავთობის სატვირთო შემადგენლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ახალ მომსახურებასა და მარშრუტებთან.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში საქართველოს ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის გადაზიდვით დიდი შანსი აქვს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში შეფასების დამოუკიდებელი სააგენტო Argus-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტიმურ ილიასოვმა.

თბილისში ელოდებიან კომპანიას, რომელმაც საქართველოსთან და რუსეთთან კონტრაქტები გააფორმა >>

თბილისში 12-13 სექტემბერს გაიმართება მეხუთე, საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018". შეხვედრაზე განიხილავენ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების ეკონომიკურ პოტენციალს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების წარმომადგენლები, საწვავისა და მშრალი ტვირთების მომხმარებლები. მონაწილეები კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის ბაზარზე ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და ერთმანეთს უნიკალურ ინფორმაციას გაუზიარებენ.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ქართულ-რუსულ საზღვარზე - Sputnik საქართველო
ლარსის ალტერნატივა: რაც სომხეთისთვის მომგებიანია, საქართველოს ინტერესებშია?

„თქვენ გაქვთ პორტები, რკინიგზა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. თქვენ გაქვთ დიდი მომავალი იმ კუთხით, რომ ყაზახეთში, კაშაგანში ნავთობის მოპოვება იზრდება და ჩნდება შანსები ამ მოცულობების მოზიდვის, ტრანსპორტირების და ტრანზიტის თქვენი ტერიტორიების გავლით. საქართველომ შეიძლება მოიზიდოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დიდი სატრანზიტო ნაკადები“, — განაცხადა ილიასოვმა.

თავად კონფერენცია „არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018" ძალიან სასარგებლოა, რადგან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს მსხვილი მოთამაშეებისათვის გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლის მოედანს წარმოადგენს, დარწმუნებულია ილიასოვი.

რაზე ხარჯავენ ფულს ტურისტები საქართველოში >>

„კონფერენცია თავისთავად ძალიან ნიშანდობლივია. ის ბაზრის რამდენიმე ძირითად მოთამაშეს აერთიანებს, რომლებიც ამ რეგიონში ტრანსპორტირებით არიან დაკავებული. ის აერთიანებს ბაზრის მონაწილეებს ყაზახეთიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, ცენტრალური აზიიდან. და ბაზრის ყველა მონაწილე იკრიბება ერთად და ყველა საჭირბოროტო საკითხსა და პრობლემას განიხილავს“, — აღნიშნა მან დასასრულს.

რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი - Sputnik საქართველო
კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი - ექსპერტები თბილისში შეიკრიბებიან

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, „საქართველოს რკინიგზაში“ შემავალი კომპანია GR Transit-ის დირექტორი დავით ჩირაძე, Petrocas Energy Group-ის მმართველი ნუგზარ ქათამაძე, საერთაშორისო ასოციაცია „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ გენერალური მდივანი რაჰმეტოლლა კუდაიბერგენოვი, მულტიმოდალური გადაზიდვების დეპარტამენტის KTZ Express-ის მთავარი მენეჯერი ნურჯან ალპისპეკოვი და სხვ.

ბახტაძე: ახალი საბაჟო კოდექსი — სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად >>

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა LAM Group of Shipping Companies, Укрзализныця, PKP LHS, НК КТЖ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, Maritime Ports Administration Constanta. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 2018 წელს კონფერენციის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

კონფერენციის ორგანიზატორი Argus Media — შეფასების წამყვანი დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც აქვეყნებს ინფორმაციას ფასებზე, სიახლეებზე და ანალიტიკურ მასალებს. სთავაზობს კონსალტინგურ მომსახურებას და დარგობრივ თემებზე კონფერენციებს ატარებს. მსოფლიოს 140 ქვეყანა იყენებს Argus-ის მონაცემებს ფიზიკური პარტიების საკონტრაქტო ღირებულების დასაანგარიშებლად, ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიზნით.

Argus-ის კონფერენციები წარმოადგენს პლატფორმას დარგის საკვანძო მოთამაშეებს შორის კონტაქტების დასამყარებლად, ახალი პარტნიორების ეფექტური ძიებისთვის და ბაზრის აქტუალურ საკითხებზე ექსპერტების შეფასებების მისაღებად.

ყველა ახალი ამბავი
0