რაზე ხარჯავენ ფულს ტურისტები საქართველოში

© Sputnik / Alex Shlamovტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 2018 წლის მეორე კვარტალში 121,7 ათასი 14 წლამდე ბავშვი და მოზარდი ეწვია

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 2018 წლის მეორე კვარტალში უმეტესად სტუმრობდნენ 31-დან 50 წლამდე მოგზაურები, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

მეორე კვარტლაში დაფიქსირდა 2 მლნ უცხოელი ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,7%-ით მეტია. სულ 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს 1,3 მლნ უცხოელი ვიზიტორი ეწვია.

„საქსტატის" მონაცემებით, ყველაზე მეტი სტუმარი 31-დან 50 წლამდე ადამიანია — 891 ათასი. თითქმის 467 ათასი — 15-დან 30 წლამდე და 465,6 ათასი — 51-დამ 70 წლამდე.

„ტურისტული ზაფხული“ - გასეირნება თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
„ტურისტული ზაფხული“ - გასეირნება თბილისის ქუჩებში

რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარდებს 14 წლამდე, 2018 წლის მეორე კვარტლაში საქართველოს ამ ასაკის 121,7 ათასი ეწვია, 71 წლისა და ზევით — 34,4 ათასი მოგზაური.

„საქსტატის" ცნობით, ვიზიტორების რაოდენობიდან ამ პერიოდში ტურისტი, ანუ ადამიანი, რომელიც ქვეყანაში თუნდაც ერთი ღამე დარჩა, 66%-ია. 28,3% საერთო რაოდენობიდან ექსკურსანტია. დანარჩენი 5,7% არის როგორც ტურისტი, ისე ექსკურსანტი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა რუსეთიდან — 19%, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 2,2%-ით მეტია. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი და თურქეთი.

„საქსტატის" მონაცემებით, ამ პერიოდში უცხოელები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავდნენ კვებაზე — თითქმის 518 მლნ ლარი და შედარებით ნაკლებს — 424 მლნ ლარს — საცხოვრებელზე.

გართობაზე უცხოელებმა დახარჯეს 353,9 მლნ ლარი, ხოლო სუვენირებზე — 297,8 მლნ ლარი.

ყველაზე ნაკლები ფული უცხოელებმა საქართველოში დახარჯეს ძვირფასეულობაზე — სულ 6 მლნ ლარი. სულ 2018 წლის მეორე კვარტალში მოგზაურებმა საქართველოში დაახლოებით 2 მლრდ ლარი დახარჯეს. თითოეულმა უცხოელმა საანგარიშო პერიოდში საშუალოდ 1,14 ათასი ლარი დახარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0