მიწისძვრა და ტაიფუნი იაპონიაში: დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საელჩოს წარმომადგენლის სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეებს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი იაპონიაში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით.

ძლიერი მიწისძვრა კუნძულ ჰოკაიდოზე ხუთშაბათს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით 03:08 საათზე მოხდა. ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია 125 დაშავებულის შესახებ. ტელეკომპანია NHK-ს ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 33 ადამიანი. 6,7 მანიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, ოთხი კი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია.

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში - დაღუპულია ორი ადამიანი>>>

საელჩოს წარმომადგენლის დავით გოგინაშვილის სიტყვებით, საელჩოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ კუნძულზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და გაარკვიეს, რომ მათ შორის დაზარალებული არავინაა.

„ვინც ცხოვრობს კუნძულ ჰოკაიდოზე, მას დღეს დავუკავშირდით და, ჩვენი ინფორმაციით, ქართველი არავინ არის დაშავებული. ვინც დარეგისტრირებულია და ვისზეც საელჩოს აქვს ინფორმაცია, ნამდვილად არავინ დაშავებულა. შუქი აქვთ გათიშული და, როგორც გავარკვიეთ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას", – განაცხადა გოგინაშვილმა.

საელჩოს წარმომადგენლის სიტყვებით, მუშაობს სპეციალური სატელეფონო ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირება.

ტაიფუნი „ჯები“ იაპონიაში - Sputnik საქართველო
ტაიფუნი ჯები იაპონიაში: ბუნებრივი კატასტროფის შედეგები

რაც შეეხება ტაიფუნ „ჯების", რომელიც კანსაის რეგიონს ორი დღის წინ დაატყდა თავს, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არც იქ არიან.

„კანსაის რეგიონში უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს, მაგრამ ყველანი კარგად არიან. ჰოკაიდოზე ერთი ქართველი ცხოვრობს, კანსაის რეგიონში – მეტი, მაგრამ რამდენიმე მათგანი ახლა საქართველოში იმყოფება", – განაცხადა დავით გოგინაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჯების" 11 ადამიანი ემსხვერპლა, 600-მდე ადამიანი კი დაშავდა. სტიქიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ასობით ოჯახი, ტაიფუნმა დატბორა ოსაკაში კანსაის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც შენობიდან 3 ათასი მგზავრის გაყვანა კატარღებით გახდა საჭირო.

 

ყველა ახალი ამბავი
0