ტაიფუნი ჯები იაპონიაში: ბუნებრივი კატასტროფის შედეგები

გამოწერა

იაპონიას ტაიფუნმა „ჯებიმ“ გადაუარა და სავალალო შედეგები მოუტანა. იხილეთ ვიდეო, რა ვითარებაა ამ დროისათვის ქვეყანაში.

ამ დროისათვის ოთხ პრეფექტურაში – ოსაკაში, მიეში, გიფუსა და აიტიში 1,2 მლნ-ზე მეტი ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

კიოტოს პრეფექტურაში 160 მოსწავლეა ჩარჩენილი საზაფხულო ბანაკში, ვინაიდან „ჯებიმ“ ბანაკისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გაანადგურა. 

ოსაკაში არ მუშაობს 2 ათასი შუქნიშანი, რის გამოც ძალიან მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევათა რისკი. 

სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა კანსაის აეროპორტს, რომელიც მთლიანად დაიტბორა და ჯერჯერობით დაახლოებათაც კი არ არის ცნობილი, როდის განაახლებს ის მუშაობას. აეროპორტის შენობაში მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა 3 ათასი მგზავრი და რამდენიმე ასეული თანამშრომელი. ისინი მხოლოდ დილით გაიყვანეს კატარღებით, ვინაიდან მატერიკისა და კუნძულის (რომელზეც აეროპორტი მდებარეობს) დამაკავშირებელ ხიდს ქარიშხლით დაძრული ტანკერი შეეჯახა და გაარღვია. 

სპეციალისტების თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტის გაჩერებამ შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოუტანოს რეგიონის ეკონომიკას. 

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, „ჯების“ 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. 

ყველა ახალი ამბავი
0