ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია ორი ადამიანი

CC BY 2.0 / Ray Bouknight / Seismographმიწისძვრის სეისმოგრამა
მიწისძვრის სეისმოგრამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა სამაშველო ოპერაციებში 20 ათასი ადამიანია ჩართული.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარი 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში არიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა კუნძულზე ხუთშაბათს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით 03:08 საათზე მოხდა. ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია 125 დაშავებულის შესახებ. ტელეკომპანია NHK-ს ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 33 ადამიანი ითვლება.

„სამაშველო ოპერაციებში სახანძროს, პოლიციისა და თავდაცვის 20 ათასი თანამშრომელი და 50 ვერტმფრენი მონაწილეობს. ამ დროისთვის თავდაცვის ძალების ოთხი ათასი თანამშრომელია ჩართული, იგეგმება ამ რიცხვის 25 ათასამდე გაზრდა", — განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ პრესკონფერენციაზე.

მიწისძვრის შედეგად კუნძულ ჰოკაიდოზე ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2,9 მილიონზე მეტი ოჯახი. როდის აღდგება ელექტრომომარაგება, ამ დროისთვის უცნობია.

მიწისძვრის ეპიცენტრი იბურას რაიონში, 37 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0