თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ინდონეზიის მჭიდროდასახლებულ კუნძულ ლომბოკზე 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება РИА Новости აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით (USGS).
ბიძგები თბილისის დროით 8:10 საათზე კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
ხუთ აგვისტოს ინდონეზიის კუნძულ ლომბოკიდან ჩრდილოეთით 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა და შემდგომი 5,4 და 4,3 მაგნიტუდის აფტერშოკები მოხდა. ამ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 436 ადამიანი ემსხვერპლა.
მოგვიანებით სეისმოლოგიურმა ცენტრა გამოაცხადა, რომ კუნძულ ლომბოკის რაიონში კიდევ ერთი, 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი მდებარეობდა 10 კილომეტრში ქალაქ მატარამიდან, ხოლო კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
დაშავებულებსა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცოტა ხნით ადრე, თბილისის დროით 4:19 საათზე, 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ფიჯის კუნძულებთან ახლოს, წყნარი ოკეანის ნაწილში, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი მიწისქვეშ 560 კილომეტრში იყო. შესაბამისად, ბიძგებს სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ახლომდებარე ქალაქებშიც იგრძნეს, რის გამოც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.