ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსწრაფი ჩარიცხვის აპარატი Pay Box
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი Pay Box - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და ფული მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
ახალციხეში ბინა და ავტომობილი გაქურდეს

შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა, თუმცა მოვაჭრეების თქმით, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

ადგილობრივების ცნობით, მომხდარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა.

ტელეკომპანიისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 


ყველა ახალი ამბავი
0