მამუკა ბახტაძე ერევანს ოქტომბერში ეწვევა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი და ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში გაურკვევლობა და ნეგატივი არ არსებობს, აცხადებს ფაშინიანი

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა ინფორმაცია ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მომავალი ვიზიტის შესახებ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

„ვესაუბრე მამუკა ბახტაძეს, მივულოცე თანამდებობაზე დანიშვნა. ველოდებით ბოლო დეტალების დაზუსტებას. ამის შემდეგ მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით გვესტუმრება“, — განაცხადა ფაშინიანმა.

ერევანში სომხეთის ექს-პრეზიდენტი დააპატიმრეს >>

ვიზიტი ოქტომბრის დასაწყისში შეიძლება შედგეს.

ბოლოჯერ ქართული დელეგაცია მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სომხეთში 2018 წლის 2 მარტს იმყოფებოდა. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სურბ-გევორგის ტაძრის ეზოში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა - Sputnik საქართველო
ფაშინიანი თბილისში: როგორ შეხვდა სომხური დიასპორა სომხეთის პრემიერ-მინისტრს

ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებს ინტერვიუში განუცხადა, რომ სომხეთს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია და ორმხრივ ურთიერთობებზე გეოპოლიტიკური ფაქტორები არ უნდა მოქმედებდეს.

„ჩემი ვიზიტი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში ძალიან თბილი იყო. ყოველთვის, ჯერ კიდევ ოპოზიციონერობის დროს ვამბობდი, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებული უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს ურთიერთობები გეოპოლიტიკური ზეგავლენისგან დავიცვათ. ასეთია ჩემი ხედვა ჩვენს ურთიერთობებზე საქართველოსა და ირანთან“, — განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი იყო და ის მას წარმატებულს უწოდებს.

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ მისი და ბახტაძის მომავალი ვიზიტები ორმხრივ ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს.

მან ხაზი გაუსვა, რომ სამცხე-ჯავახეთში ბევრი სომეხი ცხოვრობს და მისი ძირითადი გზავნილი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველო და სომხეთი — მეზობლები და მეგობრები არიან.

ფაშინიანი საქართველოს ესტუმრა: ორი ქვეყნის პრემიერების ერთობლივი პრესკონფერენცია >>

„ჩვენ მოძმე ერები ვართ და არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს ურთიერთობებს. ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სომხეთს საქართველოს მიმართ გაურკვევლობა და ნეგატიური ელემენტი არ გააჩნია. იგივეში უნდა იყოს დარწმუნებული სომეხი ხალხიც“, — აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის დელეგაცია ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 30-31 მაისს იმყოფებოდა.


ყველა ახალი ამბავი
0