სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სურბ-გევორქის ტაძრის ეზოში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ცერემონია.
ფაშინიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩამოვიდა. ის სომხეთის პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს. მანამდე კი სომხეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ხალხი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მთავრობის მეთაურად დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა.