16:22 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი

ერევანში სომხეთის ექს-პრეზიდენტი დააპატიმრეს

© photo: courtesy of Robert Kocharyan (unofficial)
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს–2018 (1694)
123 0 0

რობერტ კოჩარიანი მის ბრალდებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ერევნის სასამართლომ პარასკევს 2008 წლის 1 მარტის საპროტესტო აქციების დარბევის ფაქტზე სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი დააპატიმრა, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა არამ ორბელიანმა, იუწყება РИА Новости.

„სასამართლომ დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მეტ ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე მოგახსენებთ“, — განაცხადა უფლებადამცველმა.

კოჩარიანის მეორე ადვოკატის, რუბენ სააკიანის თქმით, ექს-პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა. „მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო“, — განაცხადა ადვოკატმა და დაამატა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

სომხეთში მიღებული პროცედურის თანახმად, სასამართლოს გამოძიების შუამდგომლობით ორთვიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს.

დადგა დრო: გაარღვია თუ არა ფაშინიანმა თბილისში „მოჯადოებული წრე" >>

ხუთშაბათს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2008 წლის 1 მარტის საპროტესტო აქციების დარბევის შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კოჩარიანს საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება წარუდგინა. სასამართლოში მისი დაპატიმრების შუამდგომლობა შევიდა. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტზე უფლებამოსილების პერიოდში და მის შემდეგ მისი სტატუსით განპირობებულ ქმედებებზე სისხლის სამართლის დევნა ვერ განხორციელდება და პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. 

კოჩარიანი ბრალდებებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. მისი თქმით, მისი დაპატიმრება უკავშირდება მომავალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პროცესებში მისი ნეიტრალიზაციის სურვილს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)

მთავარი თემები