საგარეჯოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა

© FB/ Department of Environmental Supervisionუკანონოდ მოჭრილი ხე
უკანონოდ მოჭრილი ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დალუქეს

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოში, სოფელ კოჯბაანში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კერძოდ, სამართალდამრღვევმა სოფელ კოჯბაანში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. 

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დალუქეს.

უკანონოდ მოჭრილი ხის მორი - Sputnik საქართველო
ბაღდათში ზედამხედველობის თანამშრომლებს თხმელას გამო გაუსწორდნენ

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. 

ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხე-ტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქნება შეუვალი იმ პირების მიმართ, ვინც ხე-ტყეს ჩეხავს ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.

ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთ დღეში 20 არარეგისტრირებული სახერხი გამოავლინეს და ათობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს.

რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2015-2018 წლებში >>

ხის მასალის რეალიზების კანონიერების დასადგენად, საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ ინვენტარიზაციას 150-ზე მეტ ობიექტში, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხის მასალით ვაჭრობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0