23:54 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ხის ჭრა

რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2015-2018 წლებში

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ეკოლოგია საქართველოში (20)
77 0 0

ხის მერქნის მოჭრაზე ლიცენზიას 63 კომპანია ფლობს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფოს ნებართვით 2015-2018 წლებში კომპანიებმა 12 332 360 კუბური მეტრი ხის მერქანი მოჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi „კომერსანტზე“ დაყრდნობით. 

2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ბიზნეს-კომპანიებმა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მოჭრილი ხის მერქნის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში 3 405 640 ლარი გადაიხადეს.

ყველაზე მეტი თანხა ხის მერქნის მოჭრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გადაიხადა. კომპანიის მიერ მოჭრილი ხის მერქნის მოცულობა — 3 313 140 კუბური მეტრია, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა — 1 372 696  ლარი.

ხის მერქნის მოჭრაზე ლიცენზიას 63 კომპანია ფლობს. 

„მწვანეთა მოძრაობა — დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძის თქმით, იმის გამო, რომ ხეები იჭრებოდა იქ, სადაც არ შეიძლებოდა, ტყის ეკოსისტემები საქართველოში საგრძნობლად დეგრადირებულია და ეს კანონიერადაც ხდება.

მოიჭრას თუ არა ტყე — საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აგვისტოში გადაწყვეტს >>

„ძალიან ბევრი ლიცენზიანტია შესეული. მართალია, შეაჩერეს ახლა ლიცენზიების გაცემა, მაგრამ ძველი ლიცენზიებით მაინც ჭრიან“, — აღნიშნა ნინო ჩხობაძემ. 

რაც შეეხება ხე-ტყის უნებართვო ჭრას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოსავლენად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას სვანეთის  სოფლებში, ჭუბერსა და ხაიშში სამართალდამცავების ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ხე–ტყის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან  უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მორისა და ფიცრის ექსპორტი კი მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.  


თემები:
ეკოლოგია საქართველოში (20)

მთავარი თემები