ნინო ჩხობაძე: ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვა ერთადერთი გამოსავალია

© FB / Real spaceნინო ჩხობაძე
ნინო ჩხობაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნატა პატარაია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ხე–ტყის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან  უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მორისა და ფიცრის ექსპორტი კი მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.  

საქართველოდან  ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვა ქვეყნის ბუნებას საგრძნობლად წაადგება, მიაჩნია „მწვანეთა მოძრაობა — დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს. 

„ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვა — ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც შეიძლება რეალურად გავაჩეროთ ხე-ტყის უკონტროლო ჭრა საქართველოში“, — განუცხადა ნინო ჩხობაძემ „Sputnik–საქართველოს“.

ნინო ჩხობაძის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ტყის საფარისთვის  ხე-ტყის სამრეწველო მიზნით ჭრაა.

„ტყის ეკოსისტემები ჩვენ გვაქვს საგრძნობლად დეგრადირებული იმის გამო, რომ ხეები იქ  იჭრებოდა, სადაც არ შეიძლებოდა და ეს კანონიერადაც ხდებოდა“, — აღნიშნა ნინო ჩხობაძემ. 

სვანეთი. შემოდგომა - Sputnik საქართველო
მოიჭრას თუ არა ტყე - საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აგვისტოში გადაწყვეტს

ექსპერტის თქმით, ტყის სიხშირე ნორმალურია იმ ადგილებში, რომლებიც მისადგომად რთულია, ხოლო სოფლებთან ახლოს მდებარე ტყის საფარი ცუდი მდგომარეობაშია. ოდნავ უკეთესი სიტუაციაა  ტყის სიღრმეში,  რადგან პირვანდელი ტყეები ნაწილობრივ მაინც შენარჩუნებულია. 

„რაოდენობრივად იმდენი არ იჭრებაო, რომ ამტკიცებენ, იჭრება და  ხშირად კანონიერადაც. ძალიან ბევრი ლიცენზიანტია შესეული. მართალია, შეაჩერეს ახლა ლიცენზიების გაცემა, მაგრამ ძველი ლიცენზიებით მაინც ჭრიან“, ამბობს ნინო ჩხობაძე. 

რაც შეეხება საშეშე მერქანს, ჩხობაძის თქმით,  მოსახლეობა შეშას ყოველთვის ჭრიდა, მაგრამ ამას საქართველოს ტყის საფარისთვის განსაკუთრებული პრობლემა არასდროს შეუქმნია. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ხე–ტყის იმპორტი დღგ–სგან თავისუფლდება

შეღავათები იმპორტზე და შეზღუდვები ხე-ტყის მასალების ექსპორტზე, პრემიერის აზრით, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

საგადასახადო კოდექსის თანახმად, იმპორტზე დამატებითი ღირებულების გადასახადი 18%-ს შეადგენს. 

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის პერიოდში 2,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  გადაუმუშავებელი ხე-ტყის იმპორტი განხორციელდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოსავლენად. ერთ-ერთ ასე ღონისძიებას სვანეთის  სოფლებში, ჭუბერსა და ხაიშში სამართალდამცავების ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0