საქართველოში ხე–ტყის იმპორტი დღგ–სგან თავისუფლდება

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეღავათები იმპორტზე და შეზღუდვები ხე–ტყის მასალების ექსპორტზე, პრემიერის აზრით, ხე–ტყის უკანონო ჭრის პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს

თბილისი,  26 ივლისი — Sputnik.  საქართველოს მთავრობამ  გადაწყვეტილება მიიღო  ქვეყანაში ხე–ტყის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლების შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობაში განსახილველად უკვე შევიდა. პრემიერის სიტყვებით, ხე-ტყის იმპორტის დღგ–სგან  გათავისუფლება საქართველოში ხეების უკანონო მოჭრის შემთხვევებს შეამცირებს.

საწარმოების შემოწმება საქართველოს მასშტაბით: ამ დროისთვის 15 პირია დაკავებული>>>

 „როდესაც ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. ", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

სვანეთი - Sputnik საქართველო
დაძაბულობა ჭუბერში - მოსახლეობა პოლიციელებს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდა

საქართველოდან ხე–ტყის ექსპორტზე შემოღებული შეზღუდვები, ასევე ქვეყანაში შემოტანილ ხე–ტყის დღგ–სგან გათავისუფლება ქვეყანაში ტყის საფარის აღდგენას შეუწყობს ხელს, მიაჩნია ბახტაძეს.

„დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია ჩვენ მომავალში საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ რეფორესტიზაზციის, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, – დასძინა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ასეთი ნაბიჯების გადადგმის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ტყეების გაჩეხვის შემთხვევების გახშირებაა. პრემიერის სიტყვებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავეს. 

საქართველოში იანვრიდან ივნისის ჩათვლით 2,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების  გადაუმუშავებელი ხე–ტყის იმპორტი განხორციელდა. საგადასახადო კოდექსის თანახმად, იმპორტზე დამატებითი ღირებულების გადასახადი 18%–ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0