საწარმოების შემოწმება საქართველოს მასშტაბით: ამ დროისთვის 15 პირია დაკავებული

© Pixabay / 4711018ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე სოფელში საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებები ივლისის თვეში განხორციელდა.

სვანეთი - Sputnik საქართველო
დაძაბულობა ჭუბერში - მოსახლეობა პოლიციელებს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდა

საქმიანობის შემოწმება გრძელდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, ხეტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის სარეალიზაციო საწარმოებში.

ხოლო სოფელ ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობა სამსახურის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის. შედეგად საჭირო გახდა  სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 210-ე, 192-ე, 287-ე  პრიმა და  303-ე მუხლებით, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0