საქართველოში მოვალეებს ცხოვრებას გაუმარტივებენ

© photo: Sputnikკუპიურები
კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრედიტის რეალური ღირებულება სავალდებულო წესით უნდა მივიდეს მიმღებამდე და წლიურ 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის 1 სექტემბრიდან ეფექტური საკრედიტო განაკვეთი და ჯარიმების მაქსიმალური ზღვარი შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

კერძოდ, კრედიტის მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე შემცირდება. მაგალითად, თუ 12-თვიანი კრედიტის მოცულობა 1000 ლარს შეადგენს, ყოველწლიური 100%-იანი განაკვეთის შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, ხოლო 50%-იანი განაკვეთის შემთხვევაში — 99,5 ლარი იქნება. საერთო ჯამში მომხმარებლებს 1380 ლარის ნაცვლად 1194 ლარის გადახდა მოუწევთ. ანუ შეღავათი 186 ლარს შეადგენს.

ბიზნესმენებს 2013 წლის 1 იანვრამდე არსებულ ყველა საგადასახადო დავალიანებას ჩამოუწერენ >>

მაღალი საპროცენტო განაკვეთები ძირითადად მოკლევადიანი კრედიტებისა და მაღალი რისკის მქონე კრედიტებისთვის არის განკუთვნილი.

გარდა იმისა, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში კრედიტზე, ჯარიმაზე და სხვა ხარჯებზე დარიცხული პროცენტების თანხა ნარჩენი თანხის 1,5 კოეფიციენტით უნდა შეიზღუდოს. მაგალითად, თუ კრედიტის დარჩენილი ძირის თანხა 1000 ლარს შეადგენს, გადავადების შემთხვევაში პროცენტების და სხვა ხარჯების მაქსიმალური მოცულობა 1500 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქემ მაქსიმუმ 2500 ლარი უნდა დააბრუნოს. აქამდე მსგავსი რეგულაცია არ არსებობდა და მაქსიმალური ზღვარი დადგენილი არ იყო.

გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო
ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – გამოსავალი ჭარბვალიანობის დასაძლევად?

პირობების დარღვევის შემთხვევაში ასევე მცირდება ყოველდღიური საკრედიტო ხარჯების მაქსიმალური მოცულობა. მაგალითად, თუ სესხის ნარჩენი თანხა 1000 ლარს შეადგენს, დარღვევის შემთხვევაში კრედიტს 0,41% — 4,1 ლარი ემატებოდა. ახალი წესებით, ეს თანხა 0,27% — 2,7 ლარამდე შემცირდება, რასაც ერთჯერადად 20 ლარი შეიძლება დაემატოს. მაგალითად, ერთი თვით ვადაგადაცილებისას კრედიტის ხარჯი თვეში მაქსიმუმ 123 ლარს შეადგენდა, ახალი წესებით კი ეს თანხა მაქსიმუმ 101 ლარს შეადგენს.

უქმდება ტერმინი „შავი სია“ და იცვლება კლიენტის საკრედიტო ისტორიის წარმართვის წესი. ვადაგადაცილების შემთხვევაში მათ უარყოფითი საკრედიტო სტატუსი აღარ ექნებათ. საფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი კრედიტს და შეაფასებენ, შეიძლება თუ არა მისთვის ახალი კრედიტის მიცემა.

ბიზნესმენები საქართველოში საბანკო კრედიტებს სახელმწიფო გარანტიებით მიიღებენ >>

გარდა ამისა, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადადის.

რეფორმების ჩატარების აუცილებლობა მოსახლეობის დიდი საკრედიტო დავალიანებით არის გამოწვეული. ახალი წესების ინიციატორად მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის ყოფნის დროს გამოვიდა.

ქვეყნის მთავარი ფინანსისტის თქმით, დიდი ვალების გამო შემცირდა მოსახლეობის მართვადი შემოსავალი, ხოლო მოსახლეობის 30% ეკონომიკურ საქმიანობაში საერთოდ არ მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0