ბიზნესმენები საქართველოში საბანკო კრედიტებს სახელმწიფო გარანტიებით მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerასლარიანი კუპიურები
ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო საგარანტიო ფონდი მცირე ბიზნესის დასახმარებლად ბანკებში კრედიტების მისაღებად

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ბიზნესის ბანკებთან ურთიერთობებში დახმარებას აპირებს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბანკებისა და მცირე ბიზნესის ურთიერთობების თემა აპრილის შუა რიცხვებში წამოიჭრა, როდესაც ფინანსთა მინისტრმა კომერციული ბანკები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მეწარმეობის განვითარებას აფერხებენ და მან ახალი რეფორმა დააანონსა.

TBC bank-ის სათვაო ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო vs ბანკები: დავა ბიზნესის ფინანსირებაზე

ბანკებს მამუკა ბახტაძის კრიტიკაზე მწვავე რეაგირება ჰქონდათ. მათ განაცხადეს, რომ ისინი არა ინვესტირების, არამედ კრედიტირების ინსტრუმენტი არიან.

ფინანსთა სამინისტროსა და ბანკებს შორის ურთიერთობების მოგვარების მიზნით გაიმართა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს.

ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება იქნება ის, რომ მთავრობა შექმნის საგარანტიო ფონდს, რომელიც ბიზნესმენებს ბანკებიდან კრედიტების აღებაში დაეხმარება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის", — განაცხადა ქუმსიშვილმა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს რეფორმა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ფონდის შექმნისას საქართველოს მტავრობა ევროპული ქვეყნების გამოცდილებით იხელმძღვანელებს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ და რა პრინციპით დაეხმარება საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესს.

 

ყველა ახალი ამბავი
0