თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც კვების პროდუქტებზე სრულფასოვანი ინფორმაციის სავალდებულო დატანებას ითვალისწინებს.
რას ვჭამთ: ხილ-ბოსტნეული ნიტრატებზე შეამოწმეს >>
ეტიკეტზე, სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა იყოს მითითებული ალერგენები და ის ნივთიერებები, რომლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა არსებობს. კერძოდ, გლუტენი, კვერცხი, კიბორჩხალები, თევზი, მიწის თხილი, სოიო, რძე, რძის პროდუქტები, თხილის ყველა სახეობა, ნუში, ნიახური, მდოგვი და კუნჯუთი.
მანამდე ეტიკეტებზე იყო მითითებული შემდეგი ინფორმაცია: პროდუქტის დასახელება, შემადგენლობა, წონა, ვარგისიანობის ვადა, შენახვის წესები, კომპანიის დასახელება და მისამართი, მწარმოებელი ქვეყანა და პროდუქციის კვებითი ღირებულება.
გამონაკლისს შეადგენს გადაუმუშავებელი ბოსტნეული, ნატურალური ძმარი, ყველი, კარაქი, ფერმენტირებული რძისგან დამზადებული პროდუქტები დანამატების გარეშე და ერთი ინგრედიენტის შემცვლელი პროდუქტები.