რა საფრთხეებს შეიცავს ბათუმის ბულვარზე გასეირნება

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუნის ბულვარი
ბათუნის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულვარის ადმინისტრაცია ამიერიდან უფრო ეფექტურად გააკონტროლებს ქვეითების, ველოსიპედისტებისა და ელექტრომობილების მოძრაობას

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბათუმის ბულვარში ყოველდღიურად საშუალოდ ხუთი ადამიანი შავდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტურისტული სეზონის დროს ბულვარის მთელ ტერიტორიაზე ელექტრომობილების და ველოსიპედების მოძრაობა სხვა დროსთან შედარებით უფრო აქტიურია. ადამიანები ხშირად არ იცავენ წესებს და მხოლოდ ველობილიკზე არ გადაადგილდებიან, შედეგად კი გამვლელებს ეჯახებიან.

სიკვდილი გზებზე – „შავი წერტილები" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში >>

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს საკმაოდ მძიმე ტრავმები მიუღიათ.

„ფიქსირდება ველოსიპედიდან ჩამოვარდნის, წაქცევის შემთხვევები. ელექტრომობილებითა და მოპედებით ხშირად მოქალაქეებს ეჯახებიან. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ძირითადად ხელს ან ფეხს იზიანებენ. შეიძლება დღეში 5 ან 6 შემთხვევაც დაფიქსირდეს“, — განაცხადა ტელეარხის ეთერში ბათუმის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის მერიისგან ითხოვს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომლითაც უწყება შეძლებს ეფექტიანად გააკონტროლოს ბილიკებზე ქვეითების, ველოსიპედებისა და ელექტრომობილების გადაადგილება.

ავარიის შედეგი იმერეთში - Sputnik საქართველო
საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 54 - სიმთვრალის გამო

უწყებაში აცხადებენ, რომ ელექტრომობილებისა და ველოსიპედების მოძრობა მათთვის განკუთვნილ ზოლშია ნებადართული. კანონდამრღვევი 20 ლარით ჯარიმდება.

ბულვარის მონიტორინგის სამსახური მხოლოდ იმ მეწარმეებს აკონტროლებს, რომლებთანაც ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. დასაქმებულებს დამქირავებლისთვის ჩაფხუტის ტარებისა და ტრანსპორტის მართვის წესების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება ევალებათ. 

ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბულვარში მოქალაქეებზე ველოსიპედისა და ელექტრომობილის დაჯახების 39 შემთხვევა დაფიქსირდა. 


ყველა ახალი ამბავი
0