სიკვდილი გზებზე – „შავი წერტილები" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

© Sputnik / Seyran Baroyanავტოავარია ქედაში
ავტოავარია ქედაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია გზის ყველაზე საშიში მონაკვეთების იდენტიფიკაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ითხოვს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" განსაზღვრა ე.წ. შავი წერტილები გზებზე, სადაც ხშირად ხდება ავტოავარიები ტრაგიკული შედეგით, განაცხადა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, თუ წლის განმავლობაში კონკრეტულ ადგილზე 20 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე მეტი ხდება, რომელიც ფატალურად სრულდება, ან 10-ზე მეტი ადამიანების მძიმე დაზიანებებით, ასეთ ადგილებს „შავ წერტილებად" მიიჩნევენ.

პატრული - Sputnik საქართველო
საშინელი ავარია თბილისში: შსს–მ დამნაშავე გამოავლინა

ლალიაშვილის თქმით, თბილისის გზებზე ასეთი „შავი წერტილებია“ კახეთის გზატკეცილი — 108 შემთხვევა წელიწადში, აღმაშენებლის ხეივანი — 120 შემთხვევა, წერეთლის გამზირი, მარცხენა და მარჯვენა სანაპირო — ასზე მეტი შემთხვევა.

ყველა ამ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევა ფატალურად ხშირად სრულდება, აღნიშნა ლალიაშვილმა.

რაც შეეხება „შავ წერტილებს" ქუთაისში, ლალიაშვილის განცხადებით, ესაა ჭავჭავაძის გამზირი, ნიკეას ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი; ბათუმში — ბაგრატიონის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, აეროპორტის გზატკეცილი, რუსთაველის გამზირი.

„ყოველდღიურად ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ბავშვები, ახალგაზრდები იღუპებიან საგზაო შემთხვევებში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთსა და იმავე მონაკვეთებზე ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ხდება საგზაო შემთხვევები და ისინი ფატალურად, ან მძიმე დაზიანებებით სრულდება. აქ, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა — რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რათა აღმოიფხვრას ამ მონაკვეთებზე ასეთი ფატალური შედეგის მქონე შემთხვევები", — განაცხადა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მექანიზმების შემუშავება, რომელმაც უნდა დაადგინოს ეს „შავი წერტილები", მაგრამ, სამწუხაროდ, მიმდინარეობს რამდენიმე წელია.

„მძღოლებო ფრთხილად: თქვენ თბილისის მასშტაბით 200 „ჭკვიანი" კამერა გიყურებთ">>

„დღეს ჩვენ რეალურად ვერ აღვრიცხავთ „შავ წერტილებს" ქვეყანაში. „112“-ში შესული ზარებით გვაქვს გარკვეული მონაკვეთები, სადაც 100-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამას მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. უნდა მივიღოთ ზომები, რათა გავანეიტრალოთ ეს შავი მონაკვეთები", — განაცხადა ლალიაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საკოორდინაციო რგოლში არ არიან წარმოდგენილი რაიონული ადმინისტრაციები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების თემა არც კი განიხილება და შედეგიც სახეზეა.

ყველა ახალი ამბავი
0