https://sputnik-georgia.com/20180823/sam-TveSi1428-avtosagzao-SemTxveva-moxda-maTgan-54-simTvralis-gamo-241806555.html
საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 54 - სიმთვრალის გამო
საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 54 - სიმთვრალის გამო
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებისკენ მოუწოდებს 23.08.2018-ს, Sputnik საქართველო
2018-08-23T14:35+0400
2018-08-23T14:35+0400
2021-10-19T16:40+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/09/239610967_0:149:2580:1608_1920x0_80_0_0_bcc68ed4eaa806fdb9e6a83be7d67e34.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2018
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/09/239610967_21:0:2580:1608_1920x0_80_0_0_3af791c5dbc8089fff187198b1c2e418.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან 54 - სიმთვრალის გამო
14:35 23.08.2018 (განახლებულია: 16:40 19.10.2021) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებისკენ მოუწოდებს
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიებს 107 ადამიანი ემსხვერპლა, 1986 კი დაზარალდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განცხადებაზე დაყრდნობით.
სტურუას განცხდებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში მომხდარი 1428 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 54 სიმთვრალით იყო გამოწვეული. გასულ წლებში კი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა შორის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ემსხვერპლა 9-12%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად ე.წ. შავი წერტილების ადგილებს ადგენს. შავი წერტილი გზის ის მონაკვეთია, სადაც ერთი წლის განმავლობაში სამი ან მეტი ავარია მოხდა, რომელსაც სხეულის დაზიანება ან ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ასეთ მონაკვეთებზე მაღალია ალბათობა იმისა, რომ სიჩქარის გადაჭარბებისა და საგზაო ნიშნების უყურადღებოდ დატოვების საფასური ადამიანის სიცოცხლე გახდეს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 36 შავი წერტილია. მათი სიმრავლით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი გამოირჩევა.