ტრაგედია ანაკლიაში: Echowaves-ის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს

© photo: Sputnikხიდი ანაკლიაში
ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებმა მოუწოდეს სტუმრებს გაუფრთხილდნენ თავის ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებისთვის მიმართონ

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ის ორგანიზატორები თანამშრომლობენ პოლიციასთან ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.

დღეს გამთენიისას 21 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის ფესტივალის ტერიტორიიდან საავადმყოფოში გადაჰყავდა. წინასწარი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ნარკოტიკული ინტოქსიკაცია გახდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

„ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან SAFEWAVES-ისა და „მანდალას“ მოხალისეებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.

ფესტივალის ტერიტორიიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს, ორი მათგანი უკვე გაწერეს. ექიმების ინფორმაციით, მათ ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

EchoWaves: ფესტივალზე ნარკოდანაშაულზე ოთხი პირი დააკავეს >>

ამასთან, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ანაკლიის მიმდებარე სოფელ განმუხურში პოლიციამ უკვე დააკავა ოთხი ადამიანი — საქართველოს ორი და ირანის ორი მოქალაქე.

განმუხური - Sputnik საქართველო
ფესტივალი ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებს შეკრებს

ანაკლიაში 23 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი დაიწყო, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება.

მანამდე ანაკლიაში სკანდალურად ცნობილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი ტარდებოდა. გასულ წელს ზუგდიდის საავადმყოფოში ფესტივალის 22 წლის მონაწილე გოგონა დაიღუპა. სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული ინტოქსიკაცია დასახელდა.

პარალელურად, ფესტივალის ჩატარების პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ათობით ადამიანი დააკავა.


ყველა ახალი ამბავი
0