ფესტივალი ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებს შეკრებს

© Sputnik / Levan Avlabreliგანმუხური
განმუხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
Anaklia Echowave-ის ხუთ სცენაზე ოთხი დღის განმავლობაში 150-მდე არტისტი გამოვა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის თაყვანისმცემელთა შორის ცნობილი შემსრულებლები Juan Atkins, Jonas Kopp, Solomun და Tricky არიან არტისტების სიაში, რომელიც ფესტივალ Anaklia Echowaves-ის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს.

ფესტივალი „კუბანა - Sputnik საქართველო
შოკი ანაკლიაში: EchoWaves-ზე აფრიკული ჯგუფი გამოვა

ფესტივალი EchoWaves შავი ზღვის სანაპიროზე 23-26 აგვისტოს გაიმართება. ხუთ სცენაზე ოთხი დღის განმავლობაში 150-მდე არტისტი წარდგება. Jonas Kopp, Juan Atkins, Tricky, Solomun, Function, Matthew Dekay, Kollektiv Turmstrasse, Henrik Schwarz, Derrick Carter — შემსრულებელთა მცირე ნაწილია, რომლებიც Echowaves-ზე ჩამოვლენ.

ხუან ატკინსი — ცნობილი ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც დეტროიტ-ტექნო და ელექტრო-ჟანრში მოღვაწეობს. მიიჩნევა ტექნო-მუსიკის ერთერთ ფუძემდებლად. მფლობელია საკუთარი ლეიბლის Metroplex.

მლადენ სოლომუნი, ცნობილი როგორც DJ Solomun — ბოსნიური დ გერმანული წარმოშობის მუსიკოსია. ასრულებს მუსიკას lounge, house, deep house, techno-ს სტილში. მრავალი ჯილდოს და პრემიის მფლობელია — DJ of the Year, Best International DJ, Best Producer.

იონას კოპი (Jonas Kopp) – არგენტინელი პროდიუსერი, მუსიკოსი, techno-ს სტილის ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა 2010 წლის ბოლოს, საერთაშორისო ტურნეს შემდეგ. მან მოიარა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, ჩინეთი, ჰონგ-კონგი და იაპონია.

ტრიკი (Tricky) — ტრიპ-ჰოპ მუსიკოსი ბრიტანეთიდან, ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბრისტოლის ანდერგრაუნდ-სცენის წარმომადგენელი. მისი კომპოზიციები მოიცავს ჰიპ-ჰოპს, ალტერნატიულ როკს და რეგის.

ანაკლიის ფესტივალი ჩატარდება ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის EXIT ეგიდით, რომელიც ტარდება სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, ბოსნიაში, რუმინეთში.

Anaklia Echowaves გაიმართება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia 2018-ის ფარგლებში.

 


ყველა ახალი ამბავი
0