ოსკაროსანი კაჩმარეკი საქართველოს ურჩევს „ოსკარზე“ ფილმი „დედე“ გაიგზავნოს

© photo: Dede / FBკადრი ფილმიდან „დედე“
კადრი ფილმიდან „დედე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონელი რეჟისორი მიიჩნევს, რომ „დედეს“ „ოსკარის“ ნომინაციაში წარმატებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი, ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი იან ანჯეი პაველ კაჩმარეკი ურჩევს საქართველოს ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ „უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში დრამა „დედე“ წარადგინოს.

იან კაჩმარეკი — 30-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მუსიკის ავტორია. 2005 წელს რეჟისორ მარკ ფოსტერის ფილმში „ჯადოსნური ქვეყანა“ მუსიკისთვის „ოსკარის“ პრემია მიიღო. დაჯილდოვდა ფილმის საუკეთესო მუსიკისთვის კინოკრიტიკოსთა ნაციონალური საბჭოს მიერ, კინომუსიკის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ნომინირებულია „ოქროს გლობუსზე“ და ენტონი ესკვიტის სახელობის პრემიაზე (BAFTA). არის ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ამერიკული აკადემიის წევრი.

ფილმ დედეს“ გადაღებები - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „დედე“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაჩმარეკი რეკომენდაციას უწევს ფილმ „დედეს“ „ოსკარის“ ნომინაციაზე წარსადგენად, ფილმის  ოფიციალურ Facebook-გვერდზე კომპოზიტორის წერილთან ერთად გავრცელდა.

„საქართველოს სახელით „ოსკარის“ კანდიდატად დაჟინებით გირჩევთ მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“. მე მქონდა შესაძლებლობა მენახა ეს ფილმი პეკინში, როდესაც პეკინის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი ვიყავი. ფილმის ხარისხმა და მისმა სასწაულმა ემოციურმა ძალამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა. როგორც ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის წევრს მჯერა, რომ „დედეს“ „ოსკარის“ ნომინაციაში წარმატებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია“, — ნათქვამია იან კაჩმარეკის წერილში.

საქართველომ „ოსკარის" პრემიისთვის ფილმის შერჩევა დაიწყო >>

აღსანიშნავია, რომ კაჩმარეკთან ერთად „ოსკარზე“ ფილმ „დედეს“ წარდგენის იდეას იზიარებს ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთი თავმჯდომარე მაიკ დონეი (Mike Downay). გარდა ამისა, ფილმის ავტორების თქმით, „დედეს“ რეკომენდაციას უწევენ ამერიკელი, ესპანელი, ჰოლანდიელი და ბერძენი კინოდისტრიბუტორები.

„დედე" ოთხი ქვეყნის კინოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარისა და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა. მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.

Air France-ის თვითმფრინავებში ქართულ ფილმ „დედეს" აჩვენებენ >>

მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის ისტორია კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. პოლონეთის XV საერთაშორისო ფესტივალ Tofifest Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა პრიზი „ვერცხლის ანგელოზი“, საფრანგეთში მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალ Cinemed-ზე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი გადაეცა, შემდეგ სურათმა გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოპრემიაზე Asia Pacific Screen Awards (APSA).

კადრი ფილმიდან „საშიში დედა - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი წარმატება: ქართული ფილმი ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა

მარიამ ხაჭვანის „დედე“ მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის შესახებ ხუთ სხვა პრეტენდენტ ფილმთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. „დედეს“ კონკურენტებია გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“, ზაზა ხალვაშის „ნამე“, თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი“ და გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი.“

ამ ფილმებიდან ერთ-ერთი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით უნდა შეარჩიოს. კომისიის წევრებისთვის ფილმების კვალიფიციური ჩვენება აგვისტოს ბოლოს ჩატარდება.

„ოსკარის“ კინოაკადემიის ადმინისტრაციამ რიგით 91-ე ცერემონიის ჩატარების თარიღი უკვე შეარჩია — 2019 წლის 24 თებერვალი.


ყველა ახალი ამბავი
0