თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ცნობილმა ქართველმა ავტომრბოლელმა მევლუდ მელაძემ დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ელიტური ტურნირი პოლონეთის ქალაქ ტორუნში გაიმართა და მასში მსოფლიოს მასშტაბით 68 უძლიერესმა მრბოლელმა იასპარეზა.
მევლუდ მელაძემ დებიუტისთვის შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა — ქართველი მრბოლელი 17-ე ადგილზე გავიდა და 32 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი გაიმართება 8 სექტემბერს გერმანიაში, რომელშიც მევლუდ მელაძე შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება.