მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული მოზარდი პატიმრობაში რჩება

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის ადვოკატები მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე  ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ადვოკატები მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ. 

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, ვერანაირი არგუმენტი ვერ მოიყვანეს იმისა, რომ აუცილებელი იყო მისი პატიმრობაში დატოვება“, — განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.

საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ - Sputnik საქართველო
მოკლული სარალიძის მამა - „ჩემი თავიდან მოშორება უნდათ"

ადვოკატის განცხადებით, გამორიცხული იყო, რომ მოზარდი მიმალულიყო, რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, სასამართლოს შეეძლო მისთვის მათთან  მიახლოება აეკრძალა. 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

მკვლელობის საქმეზე განაჩენი სასამართლომ 31 მაისს გამოიტანა. საქმესთან დაკავშირებით ჩხუბის ორი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, მეორე — სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, მკვლელობიდან ცხრა თვის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე. 

გამოძიების მტკიცებით, არასრულწლოვანი დ. ღ. თავად შეესწრო ამ მძიმე დანაშაულს და სასამართლოს ცრუ ინფორმაცია და ჩვენება განზრახ არაერთხელ მიაწოდა როგორც დანაშაულის შესახებ, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
დანაშაულის დაფარვაზე სასჯელი მკაცრდება

კერძოდ, დ. ღ.–მ მოწმის სახით გამოკითხვისას განაცხადა, რომ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ. ჯ. და მ. კ., რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

„ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ. ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო“, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.

ამ საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ამასთან დაკავშირებით თბილისში და სხვა ქალაქებში არაერთი საპროტესტო აქცია მოეწყო.

შსს მოზარდების მკვლელობაზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0