თაღლითმა ბრალდებულის ოჯახს 5000 დოლარი გამოსძალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურა აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მსგავსი უკანონობის გამოვლენის შემთხვევაში უწყების გენერალურ ინსპექციას მიმართონ

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობლებს ატყუებდა, რომ მის გათავისუფლებაში დაეხმარებოდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილში გაეცნო ოჯახს როგორც ადამიანი, რომელსაც პროკურატურის ხელმძღვანელობასთან ახლო კავშირები გააჩნდა.

აშშ-ის პოლიცია - Sputnik საქართველო
მრავალმილიონიანი თაღლითობა: აშშ-ში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

ის ივნისამდე არწმუნებდა მათ, რომ მათი ოჯახის წევრის გათავისუფლებაში დაეხმარებოდა. დაკავებულმა დაარწმუნა ისინი, რომ თუ მას 13 000 ლარს გადაუხდიდნენ, ბრალდებულს საპროცესო გარიგება გაუფორმდებოდა, რომლის საფუძველზე ის ციხიდან გათავისუფლდებოდა.

ციხეში მყოფი პატიმრის ოჯახმა დაუჯერა თაღლითს და თანხა გადაუხადა. ამის შესახებ შეიტყვეს პროკურატურის თანამშრომლებმა და დააკავეს თაღლითი.

თაღლითობა Facebook-ით — დაკავებულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან >>

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 


ყველა ახალი ამბავი
0