14:05 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
დაკავება

თაღლითობა Facebook-ით - დაკავებულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან

CC BY 2.0 / Tar Sands Blockade / Darryl Hannah in Handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (790)
1293 0 0

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1 ათასზე მეტი ლარი შეადგინა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში თაღლითური ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს.

„ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1 ათასზე მეტი ლარი შეადგინა“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი — 26 წლის წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 23 წლის  ლ.კ., ასევე, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 22 წლის დ.გ. და 31 წლის  კ.თ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (790)

მთავარი თემები