ამერიკელ მხატვარს საქართველოს პრეზიდენტობა სურს

© photo: courtesy of David Datunaდეივიდ დათუნა
დეივიდ დათუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტობის კანდიდატებს ახალი კონკურენტი გაუჩნდათ. რამდენად სერიოზულია ის, ჯერჯერობით გაუგებარია

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართული წარმოშობის ამერიკელი მხატვარი დეივიდ დათუნა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნას სთხოვს.

მხატვარმა დახატა ბიზნესმენის პორტრეტი „ძვირფასი კარდინალი“. დეივიდ დათუნამ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა მილიარდერს, რომელიც ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ არის ცნობილი.

© photo: courtesy of David DatunaПортрет Бидзины Иванишвили кисти художника Дэвида Датуны
Портрет Бидзины Иванишвили кисти художника Дэвида Датуны - Sputnik საქართველო
Портрет Бидзины Иванишвили кисти художника Дэвида Датуны

დეივიდ დათუნამ ივანიშვილს Facebook-ის საშუალებით მიმართა.

 „ძვირფასო კარდინალო“, წინასაარჩევნოდ, უმორჩილესად გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯით არჩევნები როგორც მინიმუმ ხალისიანად ჩაივლის!“, — დაწერა დათუნამ.

ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები

მხატვარმა აღნიშნა, რომ უსაზღვროდ უყვარს საქართველო და შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა. ის საკუთარ თავს უწოდებს მშვიდობისმყოფელს, და არა პოლიტიკოსს.

„მე ამერიკელი ვარ, თუმცა ჩემი ფესვები საქართველოს მიწის სიღრმიდან მოდის და მას მჭიდროდ უკავშირდება. გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ საქართველო თავისუფალი განვითარების გზით უნდა წავიდეს და ამასთან ერთად დაამყაროს მჭიდრო კავშირი ყველა ქვეყანასთან. სტაბილურობის მომხრე ვარ, თუმცა მინდა რომ ეს სტაბილურობა ცოტა მხიარულიც იყოს“, — განმარტა მხატვარმა.

ესპანეთში ქართველი მხატვრის ნახატი იძებნება — რაც უნდა მოხდეს, მაინც ქართველი ვიქნები >>

პორტრეტი „ძვირფასი კარდინალი“ მხატვრისთვის ტრადიციულ ტექნიკაშია შესრულებული, რომელიც ოპტიკური ლინზების გამოყენებას გულისხმობს.

პორტრეტი „ძვირფასი კარდინალი“ დეივიდ დათუნასთვის გახდა მეორე ნამუშევარი, რომელიც ლინზაში შუქის გარდატეხვის ეფექტის გამოყენებით არის შესრულებული. ამ ტექნიკით შესრულებული პირველი ნამუშევარი — რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პორტრეტი „ყოვლისმხედველი ვ“ მიმდინარე წლის ივნისში 400 000 დოლარად გაიყიდა.

„ვხედავ რომ ქვეყანა ვითარდება, წინ მიიწევს: ლამაზი ხალხი, ოპტიმიზმით სავსე თვალები.. ეს ყველაფერი უკეთესია ვიდრე კასტრირებული პოლიტიკოსების წინასაარჩევნო მონოლოგები. მგონია რომ ყველამ იცის ვის უნდა უმადლოდნენ საქართველოს ამჟამინდელ აყვავებას!“ — დასასრულს აღნიშნა დეივიდ დათუნამ.

დეივიდ დათუნა 1974 წლის 10 თებერვალს დაიბადა. 1998 წელს 24 წლის ასაკში საქართველოდან აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა.

ის არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული თანამედროვე მხატვარი. მისი ძირითადი ნამუშევრებია მსოფლიო ლიდერების პორტრეტები და ქვეყნების ეროვნული დროშები. რამდენიმე წელიწადში მან შექმნა ინსტალაციები 80-მდე ქვეყნის 500 დროშის ფორმატში. თითოეულ ნამუშევარს თავისი საკუთარი ფილოსოფიურ-ისტორიული კონცეფცია გააჩნია. მისი სურათი, რომელიც საქართველოს დროშას წარმოადგენს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აჩუქეს და ახლა ის პრეზიდენტის სასახლეშია დაცული.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრატორი თავის ნამუშევრებს თბილისში წარმოადგენს >>

2013 წელს დეივიდ დათუნამ Google Glass-ის გარნიტურისთვის მსოფლიოში პირველი არტ-ობიექტი შექმნა. ამ არტ-ობიექტის წყალობით დათუნა გახდა ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომლის ნამუშევარმა ვაშინგტონის პორტრეტების ეროვნულ გალერეაში ავტორის სიცოცხლეში ადგილი დაიმკვიდრა.


ყველა ახალი ამბავი
0