ზუგდიდში თხილის პლანტაციაში მუშაობისას 71 წლის მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / STRINGERთხილის ბაღი
თხილის ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს პლანტაციაში მუშაობისას ტრაქტორი დაეჯახა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში კომპანია „აგროჯორჯიას“ თხილის პლანტაციაში მამაკაცი დაიღუპა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ჭითაწყარის გამგებელმა ბადრი დარასელიამ. 

71 წლის მამაკაცს პლანტაციაში მუშაობისას ტრაქტორი დაეჯახა, ის მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

შპს Georgian Water and Power (GWP)-ის ლოგო - Sputnik საქართველო
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ობიექტზე ინჟინერი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ჩადენილი დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე წლის იანვრიდან სისხლის სამართლის 19 საქმე აღძრა, ბრალი კი ექვს პირს წაუყენა.

სამეგრელოში მამაკაცი კარიერზე მუშაობისას ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა >>

სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად წლის დასაწყისიდან 17 ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0