სამეგრელოში მამაკაცი კარიერზე მუშაობისას ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში დღეს მოხდა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა სამეგრელოში კარიერზე მუშაობისას, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრეს-სამსახურში. 

შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში დღეს მოხდა.არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი დაღმართზე დაგორდა, მძღოლმა გადახტომა შეძლო, თუმცა მას ტრაქტორმა გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

მინისტრი გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
მთავარია, კორუფცია არ დავუშვათ - მინისტრი შრომის უსაფრთხოებაზე

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შრომის უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად წლის დასაწყისიდან 17 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ბრალი ექვს პირს წაეყენა.

სხვა სტატისტიკა მოჰყავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. მათი მონაცემების თანახმად, 2018 წლის დასაწყისიდან სამუშაო ადგილებზე მიღებული ტრავმების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0