თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) ობიექტზე 60 წლამდე ინჟინერი გარდაიცვალა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ კომპანიაში.
შემთხვევა თბილისში ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მოხდა. კომპანიის ინფორმაციით, ობიექტზე სამუშაო პროცესი უკვე დასრულებული იყო, როცა მამაკაცი შეუძლოდ გახდა.„სასწრაფო დახმარების პირველადი მონაცემებით, ინჟინრის გარდაცვალება ჯანმრთელობის პრობლემამ — გულის შეტევამ გამოიწვია. ძალიან ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს“, — განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) თბილისის მოსახლეობას, თბილისში მდებარე სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.