ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე იტალიურ, ხორვატიულ და გერმანულ ღვინოზე ძვირია

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო გამოფენაზე თბილისში
ქართული ღვინო გამოფენაზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაციის“ რეიტინგში ექსპორტზე გატანილი 1 ლ ღვინის საშუალო ღირებულება 2014-2016 წლებში 3,49 აშშ დოლარს შეადგენდა

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქართული ღვინო 2014-2016 წლებში საექსპორტო ფასით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა, ამას American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ადასტურებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ექსპორტზე გატანილმა 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებამ 3,49 აშშ დოლარი შეადგინა.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
რთველი 2018: საქართველო რთვლისთვის ემზადება

ამერიკული ორგანიზაციის  მიერ შედგენილი რეიტინგით, პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს 6,59  დოლარით, მას მოსდევს ახალი ზელანდია, რომლის ღვინოც 5,39 დოლარი ღირს, მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია (3,68 დოლარი), მეოთხეზე — ავსტრია (3,51 დოლარი), ხოლო ქართული ღვინო (3,49 დოლარი) მეხუთე ადგილზეა. 

საქართველოს რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია (3,41 $), არგენტინა (3,11 $), პორტუგალია (3,07 $), გერმანია (3,06 $), იტალია (3,06 $) და ა.შ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, რეიტინგში საქართველოს პოზიცია ქართული ღვინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

ყურძნის მტევანი - Sputnik საქართველო
სამხარაული: ყურძნის მოყვანა უკვე სუბსიდიების გარეშეც მომგებიანია

„მისასალმებელია, რომ ქართული ღვინის ექსპორტთან ერთად, იზრდება ქართული ღვინის ხარისხი და ფასი საერთაშორისო ბაზარზე.  ამ მდგომარეობის მიღწევას კი წინ უძღვოდა ღვინის ინდუსტრიასთან შეთანხმებული, სწორი მარკეტინგული კამპანია და ქართული ღვინის  ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“, — აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 107,8 მლნ აშშ დოლარია.


ყველა ახალი ამბავი
0